2014 წელს კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“-მ განახორციელა ინვესტიცია ახალ სფეროში და ააშენა ხილის გადამამუშავებელი ორი ქარხანა დასავლეთ საქართველოში, ქედასა და ჩოხატაურში. დასავლეთ საქართველო განთქმულია ვიტამინებითა და სასარგებლო თვისებებით გაჯერებული ხილის ნაირსახეობით. აღნიშნული ბუნებრივი რესურსი გვაძლევს საშუალებას, მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ მომხმარებლებს. „ნენა“ წარმოგიდგენთ კომპოტებს, წვენებს, მურაბებს, ჯემებს, ხილისა და ბოსტნეულის სოუსებს და ასევე ქართულ თაფლს. ჩვენი წარმოების მთავარი მენეჯერი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა ადგილობრივ მეფუტკრეებთან რამაც მისცა მას საშუალება ღრმად შეესწავლა ეს სფერო. სწორედ მეფუტკრეების თავდადებული შრომა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაღალი ხარისხის თაფლი გახდა ჩვენი კომპანიისთვის შთაგონება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სფეროს განვითარებაში და გავაცნოთ მსოფლიოს უნიკალური ქართული თაფლი.